ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 11 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორში ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება, 3 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბასიშვილმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის ორგანიზაციის პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. პარტიის წარმომადგენლის ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ვინაიდან არჩევნების თარიღი სურსათის დარიგების მომენტისთვის გამოცხადებული არ იყო და არც ბადრი ბასიშვილია დასახელებულა კანდიდატად, ისინი პროდუქტების გადაცემას მოსყიდვად არ მიიჩნევენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე