სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა
თარიღი: 2020-10-20
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: თელავი , სოფელი ყარაჯალა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2020-09-30
2020-09-08 27 აგვისტოს, რადიო "ჰერეთის" საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას, დაისჯებოდა როდესაც ნაციონალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ოღუჯოვი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება, სწორედ, ბოტკოველის ინტერესებში შედის. ოღუჯოვმა არ ისურვა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბარი. „ქართული ოცნების" დეპუტატის ზურაბ მუსაევის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რაც სტატიაში წერია, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ფაქტს, თუმცა, ენდობა ოღუჯოვს და სჯერა მისი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, დამკვირვებელთან კატეგორიულად უარყო ასეთ ინციდენტში მისი და მისი მხარდამჭერების მონაწილეობა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე