სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა
2020-09-08 26 აგვისტოს, „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ბერდია ფიფიას მიმართ ზეწოლაზე განაცხადა, რომ მას ერთ-ერთ სამსახურში მიუთითეს შეეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა ან მასთან ურთიერთობა /თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. ბერდია ფიფიამ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან, აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ სტაჟიორად აიყვანეს „კრედო“ ბანკში, სადაც მას შიდა პოლიტიკა გააცნეს, რომ თანამშრომელი არ უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული. მას ჰქონდა ორი არჩევანი დარჩენილიყო „კრედოში“ და გაეგრძელებინა მუშაობა, ან წამოსულიყო. იგი პროტესტის ნიშნად წამოვიდა ბანკიდან. მან განაცხადა, რომ სახელმწიფო სისტემა აშინებს ბიზნესმენებს, ამიტომ კომპანიები იძულებულნი არიან მსგავს პოლიტიკას მიმართონ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე