სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2020-09-08 „ლელოს“ შტაბის წევრი და აქტივისტი ზვიად დიასამიძე გაათავისუფლეს შპს „ხულოს წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლის“ სასწავლო ნაწილისა და მასწავლებლის პოზიციიდან. დიასამიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ არჩევანის წინაშე დააყენა - ან პოლიტიკა, ან სკოლა. მისი თქმით, განცხადება დაწერა სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა პედაგოგიური საქმიანობის გაგრგძელება სურდა. სკოლის ხელმძღვანელობამ, კი, საერთოდ დაითხოვა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, სკოლის დირექტორმა ევდემოზ ალელიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და ზვიად დიასამიძე გათავისუფლებული იქნა საკუთარი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული სკოლა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე