სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2020-09-09 23 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სოფელ ძევერაში მცხოვრები მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. კერძოდ, მოქალაქე მაია სიჭინავას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას და დედამისს „ლუკმა-პურს ართმევდნენ“. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, სიჭინავამ აღნიშნა, რომ მან სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - იოსებ მუმლაძე ლუკაშენკოს მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. ამის შემდეგ ფერმერები, რომლებიც დღიური სამუშაოს შესასრულებლად ქირაობდნენ, დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, იმ მოტივით, რომ მათ ბიზნესს პრობლემები შეექმნებათ, თუკი სამუშაოდ სიჭინავების ოჯახს დაიქირავებენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე