მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა
2020-09-09 5 აგვისტოს, ქობულეთში, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ გადასაღებად მისულ ტვ პირველის ჟურნალისტებს და გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აგრესიულად დახვდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ჟურნალისტმა ერეკლე ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მას ნამდვილად დაემუქრა მამუკა შათირიშვილი (რომელიც ბოსტნეულის დარიგებისას ინიშნავდა მისული პირების სახელ-გვარსა და პირად ნომერს) შემდეგი სიტყვებით „ქუჩაში გავლა არ გინდა?!” ასევე, ადგილობრივებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოსტნეულის დარიგებაში, ჟურნალისტებს მოუწოდეს, რომ ინფორმაცია არ გაეშუქებინათ ტელევიზიით. სიტყვიერი შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა აჩიკო ბაჯელიძემ ჟურნალისტ ნატო გოგელიასაც მიაყენა, რომელიც იმ დროისთვის „ქართული ოცნების” შტაბის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე