ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2020-09-09 4 აგვისტოს, 13 საათზე, ქართული ოცნების საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო მოხელეებს, საკრებულოს დეპუტატებს, სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებსა და პარტიის აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა, შენობის წინ, ხარაგაულში მერის მოვალეობის შემსრულებლები და პარტიის აქტივისტები დააფიქსირა, დარბაზში, დაახლოებით 60-70 ადამიანი იყო. შეხვედრა 14 საათზე დასრულდა. შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ, დამკვირვებელს უთხრა, რომ შეხვედრის შესახებ პარტიის ოფისიდან შეატყობინეს და კითხეს დასწრებას თუ მოახერხებდნენ, რადგან ადგილები პანდემიის გამო შეზღუდული იყო. ხარაგაულისა და ბაღდათის დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, შეხვედრის გასაიდუმლოების შესახებ კითხვაზე, განაცხადა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა პარტიულ აქტივისტებთან და არა ფართო საზოგადოებასთან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე