ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2020-09-09 21 აგვისტოს, დღის 3 საათზე, ქალაქ აბაშაში „ქართული ოცნების“ ოფისში, მიმდინარეობდა შეხვედრა. პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს იყო უბნის უფროსების და აგიტატორების შეკრება და, ამასთანავე, განიხილებოდა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი წევრების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა საჯარო მოხელეებიც, მათ შორის: რუსლან ბოკუჩავა - მერის წარმომადგენელი ქ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკაკი ბოკუჩავა - მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ასევე, ნესტორ ძიძიგური - მერის წარმომადგენელი სოფელ პირველი მაისში და ამავე თემის დეპუტატი იაგო თოდუა. შეხვედრაზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა, შესასვლელთან შენიშნა ორი პიროვნება სიებით ხელში. მათი განმარტებით, ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ. დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ეს იყო ბაღების და სკოლების სია და ჩამოწერილი იყო სახელი გვარი და ტელეფონის ნომრები. დადგინდა, რომ ეს პირები იყვნენ მერის წარმომადგენელი სოფელ პირველი მაისში ნესტორ ძიძიგური და თემის დეპუტატი იაგო თოდუა. მათი თქმით, ეს იყო ბაღის მოსწავლეების სიები და ამოწმებდნენ მიიღეს თუ არაა 200 ლარიანი დახმარება. დამკვირვებელმა გადაამოწმა ნამდვილად იყო თუ არა ბაღის აღსაზრდელი რიტა გოგიშვილი, რომელიც სიაში პირველ ნომრად ეწერა და აღმოჩნდა, რომ ის სოფელ პირველი მაისის სკოლის დირექტორია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს იყო პედაგოგების სიები ტელეფონის ნომრებით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე