ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2020-09-09 26 აგვისტოს, სამუშაო საათებში, გაიმართა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ აბაშასა და სოფელ ძველ აბაშაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირები. კერძოდ: დავით ცანავა - აბაშის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის განყოფილების უფროსი, ნიაზ შოთაძე - აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, რუსლან ბოკუჩავა - მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკაკი ბოკუჩავა - აბაშის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ეს უკანასკნელი არაერთხელაა შემჩნეული პარტიულ შეხვედრაზე სამუშაო დროს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე