ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2020-09-09 31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინეს. წინასაარჩევნო შეხვედრა სამუშაო საათებში ჩატარდა და მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე მათგანის ინდენტიფიცირება შეძლო, მათ შორის: მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ტარიელ ნაკაშიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი - მირზა ბახტაძე, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ქეთევან დევაძე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე