ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2020-09-09 27 აგვისტოს, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მისმა მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მერმა ირიბად ისაუბრა იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარი მმართველი პარტიის კანდიდატისთვის დაეჭირათ. ხაშურის მერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ხაშურში მილიონობით ლარის სამუშაოები შესრულდა და აღნიშნული გაგრძელდება, თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე