ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2020-09-09 22 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ-გვერდზე გაზიარდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც, პარტიის მიერ, თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხებოდა. ხსენებულ ფეისბუქ-პოსტს ერთვოდა წარწერა - „ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე“. პოსტში ჩანს პარტიის ლოგოც. ამავე გვერდზე, აგრეთვე, გაზიარებულია, „ქართულმა ოცნების“ მიერ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების დასახელების შესახებ, სხვადასხვა მედია-საშუალების მიერ მომზადებული მასალა. მათ შორის: ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი და „კვირა რეგიონულის“ინფორმაცია. ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარებულია Bidzina Ivanishvili for Georgia-ს პოსტი, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართული შეხვედრის შესახებ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე