პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანება
თარიღი: 2020-09-09
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გლდანი , ორთაჭალა, ამბროლაურის, ბორჯომის, საჩხერის, გორის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ხაშურის, თეთრიწყაროს სიღნაღ
ინციდენტის კატეგორია: სააგიტაციო მასალების დაზიანება
2020-09-09 7 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის 3 აქტივისტი თიანეთის გზატკეცილზე, მშენებარე ნაგებობის ღობეზე, პარტიის სააგიტაციო მასალის გაკვრისათვის დააჯარიმეს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი შალიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ სამივე მათგანს საპატრულო პოლიციამ 200-200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მისივე თქმით პოლიციელები აქტივისტებს დაემუქრნენ, თუ პლაკატების გაკვრას გააგრძელებდნენ დააკავებდნენ. პარტიის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის გამოგზავნილი ვიდეოდან ირკვევა, რომ აქტივისტები მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა, სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარტიის აქტივისტები დააჯარიმა ორთაჭალაშიც, იუსტიციის სამინისტროს მოპირდაპირედ, სამშენებლო ღობეზე პარტიის პლაკატების გაკვრისას. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი შალიკაშვილის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულია 23 პირი, პარტიას გასაჩივრებული აქვს 23 ოქმი. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. პარტია „ევროპული საქართველოს“ პლაკატები მასობრივად დაზიანდა წალკის, ამბროლაურის, ბორჯომის, საჩხერის, გორის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ხაშურის, თეთრიწყაროს სიღნაღის, ახალციხის, დუშეთის მუნიციპალიტეტებსა და თბილისის რაიონებში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე