ზეწოლა/მუქარა "ლელოს" წევრზე
2020-09-30 ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, გრძელდება ,,ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი, რაც მანკიერ პრაქტიკად იქცა და, არასდროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადეკვატური რეაგირება. “ლელოს" ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. https://www.interpressnews.ge/ka/article/618005-kartuli-ocnebis-opistan-lelos-kalta-sabchos-organizebit-akcia-gaimarta/


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე