ჟურნალისტის მუქარა და დაშინება
2020-10-13
2020-09-30 16 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, ოპოზიციისა და მოსახლეობის შეხვედრის შემდეგ, „მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის „ქართული ოცნების" დეპუტატი საკრებულოში ვუგარ ისაევი დაჭრით დაემუქრა და უთხრა „არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ სულ სხვა სიტყვებს გეტყვი მიდი იმუშავე ნაციონალებზე". ისაევმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მასსა და ჟურნალისტს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოდის, დეპუტატმა ინტერვიუ სოფელში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მისცა, მაგრამ ეთერში მიკერძოებული სიუჟეტი გავიდა. ისაევის თქმით, 16 სექტემბერს, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად იდგა საჯარო შეხვედრის ადგილთან ახლოს და ჟურნალისტმა დანახვისთანავე დაჟინებით მოსთხოვა ინტერვიუ, რაზეც უარი უთხრა რადგან მიკერძოებულ ჟურნალისტთან კომენტარს არ გააკეთებდა. დეპუტატის თქმით მან წასვლა დააპირა, მაგრამ ჟურნალისტი დაჟინებით მოჰყვებოდა ფეხდაფეხ და პროვოცირებას ცდილობდა, რასაც თვითმხილველებიც ჰყავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე