მუქარა და დაშინება
2020-09-30 10 სექტემბერს, „ევროპული საქართველოს" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ხიდისთავის ზონის კოორდინატორს შალვა ქვრივიშვილს „ქართული ოცნების" წევრები - ვანო ნონიკაშვილი და ლელა ლუკაშვილი, მმართველი პარტიის სახელით აშინებენ. ვანო ნონიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ლევან თარხნიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნონიკაშვილი ზეწოლას პირადად არ ახორციელებს და ახლობლებს აგზავნის მოქალაქეებთან. მაგალითად, ქვრივიშვილს ნონიკაშვილის სახელით ბიძაშვილი მიუგზავნეს და უთხრეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა ცუდ დღეში ჩააგდებდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე