დაშინება და მუქარა
2020-09-30 13 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა სოფელ მეჯვრისხევში, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა პარტიის წარმომადგენელს - ვასილისა ჯაბახიძესა და მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელ, ალექსანდრე ბუჯიაშვის შორის. ვასილისა ჯაბახიძის თქმით, დაინახა, რომ გზის მეორე მხრიდან ფოტოებს უღებდნენ ავტომობილიდან და შეეცადა გაერკვია მიზეზი. მანქანაში აღმოჩნდნენ ლექსო ბუჯიაშვილი და მისი თანამშრომელი, რომლებმაც დაამუნათეს 2008 წლის მემორიალთან შეხვედრის გამართვის გამო. მისი თქმით, როცა მერის წარმომადგენლის მითითებით მისი თანამშრომლები იღებენ ფოტოებს ეს ამომრჩევლის დაშინებაა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ცილისწამებაში ადანაშაულებს და კატეგორიულად უარყოფს ფოტოების გადაღებას. ბუჯიაშვილის განცხადებით, ის შეხვედრის ადგილთან მიმდინარე ციხის სამშენებლო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც მასთან ჯაბახიძე მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე