დაშინება და მუქარა
2020-09-30 12 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ თელავის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის „ლიმბო“ მფლობელის მიმართ, ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიული ქმედებები იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სავაჭრო ცენტრის გარე ფასადზე, განთავსდა მისი სააგიტაციო ბანერი. განთავსებიდან რამდენიმე დღეში, სავაჭრო ცენტრს მიუვიდა შეტყობინება, რომ შემოსავლების სამსახური იწყებს მათი საქმიანობის შესწავლას. შპს „ლიმბოში“ ადასტურებენ, რომ შემოსავლების სამსახურიდან ნამდვილად მიიღეს ამ შინაარსის შეტყობინება, რაც საეჭვოდ დაემთხვა მათ ფასადზე ენმ-ის კანდიდატის სარეკლამო ბანერის გამოჩენას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე