მუქარა/დაშინება
2020-09-30 17 სექტემბერს, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მრელაშვილმა დამკვირვებელთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, არაერთმა დირექტორმა შესჩივლა, რომ მათ ტელეფონებზე ხშირად შემოდის ანონიმური ზარი, რომლის დროსაც მათ ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე. მრელაშვილის განცხადებით, ის პანდემიასთან დაკავშირებით ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სკოლებს და იგივე გაუმეორა რამდენიმე სკოლის პედაგოგმაც. ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ ფაქტის გახმაურება. დამკვირვებლის მიმართვაზე დაესახელებინა იმ სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ვინაობა, ვისზეც ხორციელდება ზეწოლა, მრელაშვილმა თქვა, რომ მათი სურვილიდან გამომდინარე, მათ ვინაობას ანონიმურად დატოვებს, თუმცა ფაქტის განმეორების შემთხვევაში აუცილებლად გაახმაურებს. რამდენიმე სკოლის დირექტორმა, ანონიმურად ისაუბრა დამკვირვებელთან და აღნიშნეს, რომ კონკრეტულად მათთან ასეთი ზარი არ განხორციელებულა, თუმცა კოლეგებისგან სმენიათ ასეთი ფაქტების შესახებ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე