ზეწოლა საუბნო კომისიის წევრებზე
2020-09-30 ჩოხატაურში, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, სოფლებში - ჩაისუბანი, ჭაჭიეთი და ხიდისთავი, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ ქვოტით იყვნენ დანიშნულნი. ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პიროვნებებს, არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან“ და ცდილობენ მათ გადაბირებას. ლია ჩიგოგიძე კონკრეტულ პირებს არ ასახელებს, რათა მათ პრობლემები არ შეექმნათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე