მუქარა
2020-10-13
2020-09-30 ლია ჩიგოგიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 25 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარი კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც გოგორიშვილი საუბრობდა ჩოხატაურში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროგრამაზე, საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე მას დაემუქრა და უთხრა, რომ გოგორიშვილი არჩევნების შემდეგ წავა ჩოხატაურიდან და საინტერესოა თავად ლია ჩიგოგიძე როგორ აპირებს ამ რაიონში ცხოვრებას. „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ესაუბრა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს, რომელმაც აღნიშნული მუქარის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მსგავს ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.  


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე