ზეწოლა საუბნო კომისიის პოტენციურ წევრებზე
2020-09-30 ჩოხატაურის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბაჩო ახალაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ მხარდამჭერებსა და კომისიის წევრებზე, რომლებიც 2018 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას წამოადგენდნენ ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. სოფელ ბუკნარში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, იამზე კვაჭანტირაძემ, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, უარი განაცხადა პარტიასთან თანამშრომლობაზე რადგან მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, უკვე წლებია „ქართული ოცნებისა“ და ბუკნარის სკოლის დირექტორის, მარინა გოგიშვილის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ესაუბრა იამზე კვაჭანტირაძეს, რომელმაც ზემოაღნიშნული დაადასტურა და განაცხადა, რომ უკვე წლებია, რაც მასზე და მისი ოჯახი წევრებზე ხორციელდება ზეწოლა. მარინა გოგიშვილი იყო ბუკნარის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2018 წელს, იამზე კვაჭანტირაძე კი ამავე უბანზე წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. კვაჭანტირაძე ბუკნარის სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო და, მისი თქმით, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის გამო, სკოლის დირექტორის მხრიდან მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას როგორც სკოლაში, ასევე საარჩევნო უბანზე, მან უარი განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაშრომლობაზე, რადგან აპირებს მასწავლებლის გამოცდებზე გასვლას, ბუკნარის სკოლაში მაძიებლად შესვლას და არ სურს იმის გამო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, კვლავ შეექმნას მას და მისი ოჯახის წევრებს პრობლემები. მისი თქმით, ბუკნარის სკოლის დირექტორი და ამავდროულად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, მარინა გოგიშვილი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე