თვალთვალი "ლელოს" წევრებზე
2020-10-13
2020-09-30 16 სექტემბერს, პარტია „ლელომ" გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრეს ავტომობილებზე, რომლებიც, მათი თქმით ,,ლელოს’’ წევრებს უთვალთვალებენ. „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით II252HH, რომელიც თვალთვალს ახორციელებდა. აღნიშნული ფაქტი „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს დაუდასტურა. მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საბა ბუაძის თქმით, პირადად მას უთვალთვალებს მანქანა სახელმწიფო ნომრით AA055EE, თუმცა, მისივე განცხადებით ხელის შეშლას და კამპანიაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე