ოფისის დარბევა
2020-09-30 17 სექტემბერს, ღამით, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატის - ლევან ხაბეიშვილის, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ღამის ორ საათზე მოხდა. დამკვირვებელთან საუბრისას, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ ღამის 4 საათზე გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა, რომ ოფისი დარბეულია. ადგილზე დახვდათ აგურებით ჩამსხვრეული მინები, რომელიც სავარაუდოდ სპეციალურად იყო მიტანილი. ოფისის გვერდით არის სადღეღამისო სუპერმარკეტი და ირაკლი ნადირაძის გადმოცემით არიან თვითმხილველებიც, თუმცა ჯერ არავინ არ დაუკავებიათ. პარტიაში არ აქვთ რაიმე რეაგირების იმედი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე