საარჩევნო შტაბბინების დარბევა
2020-10-13
2020-09-30 22 სექტემბერს, ბოლნისში, ოპოზიციონერთა ოფისები შეღებეს და დააზიანეს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავით უხამსი ნახატები და წარწერები დატოვეს ბოლნისი,თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების კედლებზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს პოლიციას. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს კახა ოქრიაშვილის შტაბის უფროსმა უთხრა, რომ ოფისთან დაყენებულ ვიდეო კამერაზე ჩანს 3 ნიღბიანი და სამედიცინო პირბადიანი მამაკაცი, ამის შემდგომ კი, ხილვადობა იკარგება, რადგან კამერა დააზიანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის ოფისის წარმომადგენლის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" შექმნა ჯგუფები, რომლებიც მსგავს საქმიანობებს ჩადიან. ასევე, იმ დღეს, მთელს ქალაქში ჩამოხიეს ოპოზიციური პარტიის კანდიდატების პლაკატები. ორივე ოფისში, მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე