საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა
2020-09-30 2020 წლის 19 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილს საარჩევნო შეხვედრა ჰქონდა გლდანის მე-3 მ/რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რა დროსაც მათთან მივიდა რამდენიმე მოქალაქე და შეკრებილებს მოღალატეებს და გამყიდველებს ეძახდნენ, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში განცხადა, რომ ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას შტაბიდან. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თორნიკე ბიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარში განცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც მონაწილე პირების ვინაობა იცის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე