პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა
2020-10-13
2020-09-30 18 სექტემბერს, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა - 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი - ზურაბ ბექაური, რომელიც ხევსურთსოფელში მერის წარმომადგენელია, მის შვილს აიძულებდა თამაზ მეჭიაურზე ინფორმაციის შეგროვებას, თუ სად გადაადგილდებოდა და რა გეგმები ქონდა. დედის თქმით, ვინაიდან გიორგი არ დათანხმდა, ბექაური მას აშანტაჟებდა და თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა. ჩხუბის დროს ბექაური იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, იგინებოდა და ემუქრებოდა მის შვილს. აღსანიშნავია, რომ, თვითმკვლელობის მცდელობამდე, ბექაურსა და ხუმარაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხუმარაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ექიმის თქმით, გარკვეული პოსტჰიპოქსიური მოვლენები შეიმჩნევა ცნობიერებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. საგულისხმოა, რომ თამაზ მეჭუაურმა, მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ „სამართლიან არჩევნებს" ინფორმაცია გასულ თვეშიც მიაწოდა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე