მუქარა და ზეწოლის ფაქტი
2020-09-30 პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა გეგი გულედანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაცია მან თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეხვდა ერთ-ერთი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც მისი ნაცნობია და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ჩამოშორებოდა „ლელოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, გულედანმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა ნაცნობის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე