ზეწოლა საოლქო კომისიაზე
2020-09-30 22 სექტემბერს, 18:30-19:00 საათზე დროის შუალედში, N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ინგა ქიტიაშვილს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 511 15 49 73 დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გიორგი ნოზაძედ, უთხრა, რომ რეკავდა მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით და საჭირო იყო არჩევნების დღეს რაც შეიძლება ბევრი საჩივრის დაწერა, რათა საუბნო და საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ინგა ქიტიაშვილი მყისიერად დაუკავშირდა გიორგი ბოტკოველს, რომელმაც უარყო ასეთ პიროვნებასთან ნაცნობობა და ამგვარი დავალების გაცემა. ნომერი საიდანაც ზარი განხორციელდა, გამორთულია და მობილური ოპერატორის პასუხია, რომ ნომერი არაა რეგისტრირებული. 22 სექტემბერს, იგივე პიროვნება, იგივე დავალებით დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრს N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, გიორგი ბუხნიკაშვილსაც. აღნიშნული ფაქტის შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს ტყიბულში, ვანში, გორსა და შუახევში, სადაც იგივე პირმა იგივე დავალებით დაურეკა საოლქო კომისიებში მათ მიერ დანიშნულ წევრებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე