არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2020-10-01 5 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, როცა ის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებოდა, ასევე იმყოფებოდა ახალციხის საოლქო კომისიის წევრი ნაირა სამსონიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული. შეხვედრაზე მისი დასწრების ფოტო მასალა თავად ანტონ ობოლაშივლის ფეისბუქ გვერდზეც აიტვირთა, თუმცა მალევე წაშალეს. ახალციხის საოლქო კომისიის მდივანმა სოფო ნებაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და თავად ნაირა სამსონიძესთან არ უსაუბრია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე