ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-01 11 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით დარცმელიძემ განაცხადა, რომ ქალაქის მერიის მხრიდან ცალკეულ სოფლებში და უბნებში ხდებოდა ადგილობრივების, ღვინით და „სამწვადე“ ხორცით მომარაგება (თავშეყრის ადგილებში, სადაც ხდება უბნის თუ სოფლის მამაკაცების ხშირი შეკრება). აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, აბაშაში მოქმედმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ასევე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც. დარცმელიძის მოწოდებულ ვიდეო და ფოტო მასალში ჩანს თუ როგორ ხდება აბაშის მერიის შენობის უკანა სარდაფიდან (ეგრეთწოდებული საწყობიდან) ღვინით სავსე ჭურჭლებით მანქანების დატვირთვა. ასევე, ჩანს ზაზა ჭანტურია, რომელიც მერის მძღოლია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე