ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-10-13
2020-09-04 4 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N33 დადგენილებით,- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1 032 100 ლარით გაზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. აღნიშნული თანხა, მუნიციპალიტეტის განცხადებით, გამოყოფილია ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის" 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე