ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-09-08 8 სექტემბერს, ახალციხე–ასპინძა–ბორჯომი–ადიგენის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 15:00 საათზე, სოფელ არალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ არალის საჯარო სკოლის მასწავლებლები: დირექტორი მარო ჩხიტუნიძე, სკოლის მასწავლებელი – ვაჟა თათეშვილი, ადიგენის მერის წარმომადგენელი არალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აკოფაშვილი, არალის ბიბლიოთეკის თანამშრომელი მანანა ხაჩიძე (აფრიამაშვილი). აღსანიშნავია, რომ არალის სკოლის დირექტორი, იმავე დღეს, 17:00 საათზე, უდეში გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე