„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივა
2020-10-20
პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, ითვალისწინებს ცვლილებებს 3 კანონში: „სოციალური დახმარების შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ" და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ".
„სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრიდან1 - 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა2 და სოციალური პაკეტი ჩაითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, რომლებიც, ზედმეტად გაცემული თანხების მიუხედავად, მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, მძიმე ტვირთად აწვებათ ამ თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, რაც ძირითადად სასამართლო წესით ხორციელდება. მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 3478 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხის ოდენობა შეადგენს - დაახლოებით 658 512 ლარს. ასევე, 
სოციალური პაკეტი უკან დასაბრუნებელი არ ექნება 230 ბენეფიციარს, თანხის ოდენობა კი შეადგენს - 69 000- მდე ლარს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროქტის მიხედვით, განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან. 2016 წლის 1 დეკემბრიდან - 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია3 ჩაითვლება ლეგალიზებულად.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება 1594 პენსიონერს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს - დაახლოებით 727 733 ლარს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრიდან - 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია4 ჩაითვლება ლეგალიზებულად. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 178 კომპენსაციის მიმღებ პირს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს - დაახლოებით 85 883 ლარს.
სამივე კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების ამოღებასთან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე