ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის თქმით, თავდამსხმელებს შორის იყო „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. დაპირისპირების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბრის ნახიდურის ფაქტში მონაწილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ხელმძღვანელის არიფ იუსუფოვის სახლში 4 პოლიციელი მივიდა, რომლებიც ცდილობდნენ მისი სახლიდან გაყვანასა და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმას, რასაც მოჰყვა წინააღმდეგობა მისი და ოჯახის წევრების მხრიდან და ფიზიკური დაპირისპირება. კახა ოქრიაშვილისა და დიმიტრი შაშკინის თქმით, არიფ იუსუფოვის ერთ-ერთი ნათესავი ქალი მძიმე მდგომარეობაშია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე