ფიზიკური დაპირისპირება
2020-10-23
29 სექტემბერს, გლდანის ხევის დასახლების (გლდანულა)1ა კორპუსთან მდებარე მერიის მიერ რეაბილიტირებულ სკვერში, მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა სცადეს „ქართული ოცნების" პარტიული დროშების საქართველოს დროშებით შეცვლა. ამ ფაქტს ადგილობრივების წინააღმდეგობა მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებს მიაჩნიათ, რომ რადგან სკვერი არის მუნიციპალური, იქ პარტიული დროშების განთავსება არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ადგილობრივებმა ინციდენტის დროს მოიტანეს ხელმოწერები და ამტკიცებდნენ, რომ დროშები სკვერში 1ა კორპუსის მოსახლეობის თანხმობითაა განთავსებული. „ქართული ოცნების" გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ „სამართლიან არჩევნებს " განუცხადა, რომ დროშების განთავსებით, კანონის არ ირღვევა.
აღნიშნულ საკითხზე, იგივე სკვერში ინციდენტი ადრეც მოხდა, მაშინ დროშების შეცვლა „ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა სცადეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე