ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
11 ოქტომბერს, აქტივისტი ლევან ქართველიშვილის თქმით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორი უცნობი პირი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისურის გამო თავს დაესხა და სცემა.
როგორც ლევან ქართველიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, საღამოს 9 საათზე, ბახტრიონზე მიუახლოვდა ორი ახალგაზრდა, მას ეცვა 5 ნომრიანი მაისური, ერთმა ახალგაზრდამ მიმართა „მაგათ გვერდში რა პონტში დგეხარ ბიჭოო", შემდეგ მოუქნია მუშტი, ხოლო მეორემ ხელი ჰკრა, რის გამოც ძირს დაეცა. სახლთან რომ მივიდა, გამოიძახა სასწრაფო და პატრული. იყო გამოკითხვაზე, ჩაუტარეს ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე