ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
12 ოქტომბერს, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში „ევროპული საქართველოს" წევრს ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. მომხდარზე სკანდარავამ პოლიციას ჩვენება მისცა.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გაბილ გასანოვმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ სკანდაროვა საღამოს საათებში სოფლის ბირჟასთან იყო, დაინახა მათი ჩამოხეული პლაკატები და იკითხა თუ რატომ ხევდნენ, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა იქ მყოფთაგან ორი პიროვნება, მათი ვინაობა არ იცის. სკანდაროვას და მის ოჯახს არ სურთ საუბარი. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აღნიშნულ ინციდენტთან რამე კავშირი კატეგორიულად უარყვეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე