ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კობახიძემ მომხდარს მძიმე პროვოკაცია უწოდა და სამართალდამცველებისგან უმკაცრესი რეაგირება მოითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე