ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" (სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა,) შენობის მიმდებარედ, „ევროპული საქართველოსა" და „ქართული მარშის" წევრები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, „ქარული მარშის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ მძევლად აყვანილ ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებები გააკეთა და მას „ევროპული საქართველოს" „ზონდერი" უწოდა. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
შსს-ს განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, არიან თუ არა დაკავებულები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე