სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-23
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, სოფელ ხოვლეში, მათი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი და მერობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდნენ. შეხვედრისას მათთან მივიდა ნასვამი ბაჩანა ხუციშვილი - მერის წარმომადგენელი ხოვლეში და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად შეხვედრა ჩაუშალა. ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, ბაჩანა ხუციშვილი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც შეხვედრა იგეგმებოდა და ამით თანასოფლელებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.
ბაჩანა ხუციშვილის თქმით, ის 11 ოქტომბერს სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში, იმყოფებოდა სოფელ ხოვლის ბაგა–ბაღის მიმდებარედ, რადგან ამ დღეს მიმდინარეობდა იმ ტერიტორიიდან საჯარო სკოლის მიმართულებით გზის მოხრეშვითი სამუშაოები. ხუციშვილი აცხადებს, რომ მას არ ჩაუშლია შეხვედრა. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების თხოვნის შემდეგ, ტერიტორია დატოვა და მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ დაბრუნდა სამუშაოს შესასრულებლად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე