სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და კამპანიის ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-23
„პატრიოტთა ალიანსის" კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ილია კიტრიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა– მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ისინი არ წასულიყვნენ, 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეხვედრაზე. სოფელ მეტეხში მცხოვრებ გიორგი გეჯაძესთან, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მივიდა და სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა, თუკი გეჯაძე მხარდამჭერების მობილიზაციას განახორციელებდა სოფელ მეტეხიდან.
გეჯაძე უარს ამბობს ამ პირის ვინაობის დასახელებაზე, რადგან მისი თანასოფლელია და არ სურს მასთან ურთიერთობის გაფუჭება. ასევე, ფიქრობს, რომ შესაძლებელია უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე