სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-23 1 ოქტომბერს, მუხიანის მე-3 მ/რ მე-12 კორპუსში „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აპირებდა კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთან სტუმრობას და სააგიტაციო მასალების დარიგებას, თუმცა კორპუსთან შეხვდნენ „ქართული ოცნების" კოორდინატორები და მოუწოდეს დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან იქ მათი მხარდამჭერი არავინ ცხოვრობდა. „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზვიად ბოლოკაძემ „სამართლიან არჩევნებთან" თქვა, რომ მათ ხანდაზმულ კოორდინატორს „ქართული ოცნების" კოორდინატორმა ქალებმა დაუწყეს ჩხუბი, იქვე მდგარი მიკროავტობუსიდან რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა და მათ წარმომადგენელს აუკრძალეს კორპუსში შესვლა, უთხრეს, რომ დაეტოვებინა ტერიტორია და მეორედ აღარ გამოჩენილიყო. „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი იძულებული გახდა სიტუაციას გარიდებოდა და სააგიტაციო მასალა ვეღარ დაარიგა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე