სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-26
9 ოქტომბერს, ნიკა მელიას შტაბის წევრებმა მიიღეს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები, როგორც ტელეფონზე, ისე ვაიბერსა და მესენჯერში.
როგორც „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მელიას შტაბის უფროსმა, თორნიკე ბიკაშვილმა უთხრა, თითქმის ერთნაირი ტექსტები ბევრმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, შეტყობინება 9 ოქტომბერს გლდანში ჩატარებული დიდი შეხვედრის შემდეგ მიიღეს იმ პირებმაც, რომლებიც შეხვედრას ესწრებდნენ და არ არიან გლდანელები. იგი ფიქრობს, რომ შეტყობინებები ერთი ადამიანისგან, ან ერთი ჯგუფისგანაა გაგზავნილი. სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ, რადგან გამოძიების იმედი არ აქვთ. პარტიის წარმომადგენლის ინფორმაციით, იმავე სატელეფონო ნომრიდან, მსგავსი შეტყობინება, ხატია დეკანოიძის შტაბის წევრებმაც მიიღეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე