სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-26
19 ოქტომბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის ლევან მიქელაძის მანქანას ესროლეს.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელისთვის კახა ოქრიაშვილის შტაბისაგან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოქრიაშვილის შტაბის თანამშრომელს ლევან მიქელაძეს ბოლნისის საავადმყოფოს ტერიტორიიდან 2 ავტომობილი აედევნა. გზადაგზა ისინი მანქანის შეჯახებას ცდილობდნენ. მიქელაძეს ჯერ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი, ესროლეს. ორმა მანქანამ სდია საკირემდე და რომ მიხვდნენ არ გააჩერებდა ჰაერში ისროლეს. ერთი ტყვია მანქანას მოხვდა საწვავის ავზთან ახლოს. დაზარალებულის თქმით ერთ-ერთ ადევნებულ ავტომობილში საკრებულოს წევრი ბექა წაქაძე და „ქართული ოცნების" შტაბის წევრი აჩიკო მინდიაშვილი ისხდნენ.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მომხდარს „ნაციონალური მოძრაობისა" და კახა ოქრიაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე