სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-26 კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრის გუჯა ჯაფარიძის თქმით, 19 ოქტომბერს, სოფელ ჯავშანიანში, კახა ოქრიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას, როცა ხალხი უკვე იშლებოდა, გამოიარა მერის წარმომადგენლის თანაშემწემ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრაზე დამსწრე პირს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. იმ პირმა, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციას მიმართა მუქარის ფაქტზე. პოლიციაში განცხადება, თავის მხრივ, შეიტანა მერის რწმუნებულის თანაშემწემაც, რომლის მიხედვითაც, კახა ოქრიაშვილი მას დაემუქრა 2 წლით ციხეში ჩასმით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე