სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა
2020-10-26 „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მელიქ რაისიანმა „სამართლიანი არჩენების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პარტიის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა. ეს გამოიწვია რაისიანის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობამ. თებერვალში რაისიანი ესტუმრა სააკაშვილს უკრაინაში. მათი ფოტო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. რაისიანის განმარტებით ამ ფოტომ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია ხალხში და ადგილობრივ მედია სივრცეში, სააკაშვილის მიერ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. კანდიდატის თქმით, მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, აგრძელებს ბრძოლას და ოფისები ორივე რაიონში ღიაა. თუმცა, მან თავი შეიკავა კონკრეტული ფაქტების დასახელებისაგან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე