სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა
2020-10-26
30 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მირანდა მირცხულავას თქმით, მის შვილს, იარაღის მუქარით თავს დაესხა სენაკის სამხედრო ბაზის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან სალაყაია. მირანდა მირცხულავას შვილმა, გიორგი გოგავამ სამართალდამცველებს დეტალურად უამბო მუქარის შესახებ. ლევან სალაყაიამ მას შემდეგ, რაც გიორგი გოგავას დედის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა მოსთხოვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
მიუხედავად დამკვირვებლის არაერთი მცდელობისა ლევან სალაყაიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. როგორც გაირკვა იგი იმყოფება სენაკის სამხედრო ბაზაში, სადაც შესვლა და მასთან გასაუბრება შეუძლებელია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე