სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა
2020-10-26 „ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ოფისს უცნობმა პირმა აგური ესროლა. მინის ჩამსხვრევა ვერ შეძლო, თუმცა ბანერი დააზიანა. კახიძის თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს აღნიშნული ფაქტი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე