სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა
2020-10-26 „ევროპული საქართველოს" ჩოხატაურის წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს მათი პარტიის, 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება შემდეგ სოფლებში - სამება, დაბლაციხე, ზოტი, ნაბეღლავი, ზემოსურები, კოხნარი, ბურნათი, წიფნარი, საჭამიასერი, ბასილეთი და ხევი. ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პირებს, რომ არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან" და ცდილობენ მათ გადაბირებას. ლია ჩიგოგიძე კონკრეტული პირების ვინაობას, შეგნებულად, მათივე თხოვნით არ ასახელებს საჯაროდ, რადგან არ სურს ამ პირებს ვინაობის გამხელის შემთხვევაში პრობლემები შეუქმნას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე